10:47 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 12:00:43, 1245 ნახვა

კომენტარი
გედევან ფოფხაძე: არსაიდან წასვლას არ ვაპირებ, მე მაქვს ჩემი პოზიცია

უნდა ვისაუბროთ მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, მგონია, რომ სხვა თემებზე აქცენტების გადატანა იქნება არასწორი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ გუნდი კონსენსუსამდე მივა.

"გვაქვს ერთი კონკრეტული ადამიანი, ღირსეული ადამიანები უზენაეს სასამართლოში და ამ მიზნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველანი. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და მე ჩემს ავს ვალდებულად ვთვლი, რომ ბოლომდე ვესაუბრო ჩემს კოლეგებს იმ არგუმენტებით, რომელიც საჭიროა. გუნდურობის პრინციპი - ჩემი გუნდი არის იმ ადამიანთა ერთობა, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიბრძოდით, მე ამ ხალხისთვის არ მიღალატია და ზუსტად ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მხარდაჭერით გავხდებოდი მოღალატე ამ ადამიანების. მე არსაიდან წასვლას არ ვაპირებ. მაქვს ჩემი პოზიცია, მოვედი ამ პოზიციის დასამტკიცებლად, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არსებობს არგუმენტები, მათაც ექნებათ საშუალება, არგუმენტები თქვან. ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ სასამართლოში ღირსეული ადამიანების დამტკიცებით ყველაზე დიდ სიკეთეს ვუკეთებთ ქვეყანას და მგონი ამ ადამიანებს გასაქცევი არსაიდან არ გვაქვს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ .

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics