|
2019-01-24 11:23:33, 1253 ნახვა
კომენტარი
ბესელია: მზად ვარ, კოლეგებს ვუთხრა ჩემი არგუმენტები, რატომ არ შეიძლება მოსამართლეთა ამ სიის მხარდაჭერა
"ქართული ოცნების" დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ის საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე მოსამართლეების საკითხზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ შეხვედრა საქმიანი იქნება. "ამ სხდომისთვის ჩამოვედი დილით და მაქვს ძალიან საქმიანი განწყობა და ძალიან მინდა, რომ უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც პირველია უმრავლესობის ამ ფორმატში დეკემბრის ბოლო კვირის შემდეგ, გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით მსჯელობა. ძალიან მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხზე, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლოს რეფორმირების საკითხი. ვარ მზად იმისთვის, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც არის ძალიან პრინციპული, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ, მაქვს ეს პოზიცია და რატომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რაც იყო წარმოდგენილი და რატომ არ შეიძლებოდა ნაჩქარევად ამ საკითხის განხილვა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. მაქვს მე მგონი ძალიან მყარი არგუმენტები. მე იმედი მაქვს, რომ ასეთი შეხვედრა იქნება დღეს, არგუმენტებით საუბარი და მინდა დავიტოვო ასევე იმის იმედიც, რომ შევჯერდებით საერთო ხედვაზე და პოზიციაზე",- აღნიშნა ბესელიამ. კითხვას - გარიცხავენ თუ არა მას პარტიიდან, ბესელია არასერიოზულს უწოდებს. "ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმება ხოლმე თქვენგან. იმიტომ, რომ თუ რაიმეს ადგილი ჩემს გონებაში არ არის და რაიმეზე არ ვფიქრობ საერთოდ, ეს არის ერთადერთი ეს საკითხი და ასეთ არასერიოზულ საკითხებზე არ მაქვს არც დრო და არც გონებაში ადგილი, რომ ამით დავკავდე. ამიტომ, ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ. რაც შეეხება გუნდურობას, შიდა საკითხებს, ამაზეც ძალიან მყარი პოზიციები მაქვს და არგუმენტები მაქვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება გუნდის მხარდაჭერა, შეხიდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვასხვავებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივ საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის. ეს ცოტა სხვადასხვა რამეა", - განაცხადა დეპუტატმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)