|
2019-01-24 10:40:00, 1625 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა
საქართველომ ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. „მას შემდეგ, რაც ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადება გავაკეთეთ, საქართველო ვენესუელის შუალედურ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს ცნობს, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, - წერს დავით ზალკალიანი. შეგახსენებთ, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც აქციების ორგანიზატორია, თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად პირველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა. შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა. გარდა ამისა, გუაიდო პრეზიდენტად აღიარეს ასევე კანადამ, პერუმ, ბრაზილიამ, არგენტინამ, პარაგვაიმ, მექსიკამ, ბოლივიამ და ჩილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)