|
2019-01-23 19:21:10, 1359 ნახვა
კომენტარი
ტაიანი: ქართველები ევროპელები არიან და უნდა გავაკეთოთ ჩვენი წილი საქმე, რათა საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება შევძლოთ
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ საქართველოს პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტმა თავისი წილი საქმე უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალში ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება შეძლოს. "პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე. უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ შეძლო უპრობლემოდ მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში. გვინდა მოგზაურთა რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა და ამ მნიშვნელოვან ქვეყანასთან თანამშრომლობა განმტკიცდეს. ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობის თვალსაზრისით. ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს საპარლამენტო დონეზე. შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ქართველები ევროპელები არიან და ახლა ჩვენც უნდა გავაკეთოთ ჩვენი წილი საქმე იმისთვის, რომ მომავალში ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება შევძლოთ. ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, მაგრამ დასაწყისს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება", - აღნიშნა ანტონიო ტაიანმა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს 21 იანვარს ეწვია და უკვე გამართა შეხვედრები: ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროპარლამენტარებთან, რომელთა შორის იყვნენ: ანა გომეში, კლერ მუდი, საჯად კარიმი, ეიდი ჰაუტალა, მაიკლ გალერი.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)