|
2019-01-23 18:34:55, 1521 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით კაპანაძის განცხადებაზე: ეს სამარცხვინოა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მაგნიტსკის სიაზე მომზადებულ რეზოლუციას, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა, მხარი დაუჭირა.
"მაგნიტსკის სიასთან" დაკავშირებულ ცვლილებას - როდესაც ემატებოდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" და რომელზეც ახლა „ევროპული საქართველო" საუბრობს - საქართველოდან ჰყავს ოთხი ინიციატორი - ორი უმცირესობიდან: დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი; ორი - უმრავლესობიდან: დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე, ანუ ეს ცვლილება თანაინიცირებულია. ამ საკითხს ჩვენ მხარდაჭერა აქვს და კენჭისყრიდანაც ჩანს. მთავარი ის არის, რომ ამ საკითხს არათუ ჩვენი მხარდაჭერა აქვს, არამედ თანაავტორები ვართ ცვლილების და არ ვიცი, რას ემსახურება ასეთი ბრიფინგების ჩატარება. მგონი, თავისი და ჩვენი დროც რომ დაუთმონ საქმეს, უკეთესი იქნება",- განაცხადა ჩუგოშვილმა. მან პროცედურაც განმარტა: „დელეგაცია შედგება ძირითადი და სათადარიგო წევრებისაგან. ხუთი წევრი არის ძირითადი და ხუთი - სათადარიგო. ჩვენი მხრიდან სიტყვით გამოსვლის უფლება ქონდა ზვიად კვაჭანტირაძეს, რომელმაც ურთიერთშეთანხმებით დაუთმო ეს უფლება გიორგი კანდელაკს. სრულიად სამარცხვინოა ის, რასაც ვისმენთ „ევროპული საქართველოსგან", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)