10:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-21 14:05:14, 1374 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ლიეტუვა საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა. 

პრემიერის თქმით, სიმბოლურია, რომ მისი ვიზიტი საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ემთხვევა.

"თუმცა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნამდვილად არ დაწყებულა მეოთხედი საუკუნის წინ და გაცილებით უფრო დიდი, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ლიეტუვა საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ის გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, რომლებიც გასულ წელს უმნიშვნელოვანეს თარიღებს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა და ლეიტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა, და ამიერიდან ჩვენს ენებში ჩვენი ქვეყნები მათი ავთენტური დასახელებებით - საქართველო და ლიეტუვა - მოიხსენიება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავადასტურო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიეტუვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ. ყოველწლიურად მტკიცდება და ღრმავდება თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია და, შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ახალი მიმართულებების გამოსავლენად. ლიეტუვა „განვითარების სფეროში თანამშრომლობისა" და ევროკავშირის „თვინინგის" პროექტების ფარგლებშიც აქტიურად აგრძელებს თავისი გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს გვიწყობს რეფორმების განხორციელებაში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას ვესაუბრე ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics