|
2019-01-21 12:23:36, 650 ნახვა
რეგიონი
ბათუმი ამერიკულ სამხედრო ხომალდს Donald Cook-ს მასპინძლობს
ამერიკული სამხედრო ხომალდი Donald Cook (DDG 75) საქართველოს უკვე მეორედ ეწვია. Donald Cook-ის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს ამერიკის როლს ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ. ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება თანამშრომლობის გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას და ხელს უწყობს რეგიონში უსაფრთხოებას. დახვედრის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. „ბათუმის ნავსადგური ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდს მასპინძლობს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ურთიერთობებს. ასევე, განამტკიცებს მშვიდობას შავ ზღვაში და ზოგადად რეგიონში. ჩვენ ვაფასებთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომელიც აშშ-ს მხრიდან რეგულარულად ხორციელდება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ხომალდი Donald Cook-ი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს. Donald Cook-ის კაპიტანი მეთიუ პაუელია, რომლის ეკიპაჟშიც 306 მეზღვაური შედის. ხომალდის ვიზიტი ხელს შეუწყობს აშშ-ის რეგიონული პარტნიორების საზღვაო უსაფრთხოების, სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)