13:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-21 11:47:09, 796 ნახვა

რეგიონი
„ლეგალური შრომითი მიგრაცია პოლონეთში“ - აჭარის დასაქმების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს

აჭარის დასაქმების სააგენტო, საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" და კომპანია IMGSM-ი იწყებს ერთობლივ პროექტს - ლეგალური შრომითი მიგრაცია პოლონეთში.

პროექტი პოლონეთში ლეგალურ შრომით მიგრაციას და პროფესიული სტუდენტების სტაჟირებას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში - 18 იანვარს, საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ახალ ტალღაში’’ შეხვედრა გაიმართა, სადაც მოწვეულნი იყვნენ - პოლონეთის გემთმშენებელი ქარხნის დირექტორი, სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელი და საქართველო-პოლონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. შეხვედრაზე დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ მზაობა გამოთქვა - ხელი შეუწყოს ლეგალურ დასაქმებას პოლონეთში, რაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების მოძიების და უცხოური სამუშაო გამოცდილების მიღების კარგი წინაპირობა იქნება.

2016 წლიდან აჭარის დასაქმების სააგენტო ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციასთან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics