17:53 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 18:34:04, 389 ნახვა

პოლიტიკა
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ვერეს ხეობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო მედიასაშუალებებს თხოვნით მიმართავს, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რათა  მოსახლეობაში პანიკის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ. ინფორმაციას ამის თაობაზე საგანგებო შტაბი ავრცელებს.

ასევე  მოსახლეობას  სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მდინარე ვერეს ხეობაში სიტუაცია  კონტროლს ექვემდებარება. ამასთანავე,  მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარდა  ავტომანქანებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

"13 ივნისს სტიქიური მოვლენების განვითარების შემდეგ საგანგებო შტაბში შემუშავებულ იქნა პრევენციული ღონისძიებების გეგმა. დღეს ამ გეგმის შესაბამისად ვიმოქმედეთ. მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სამინისტროდან შემოვიდა ინფორმაცია მდინარე ვერეს წყალშემკრები აუზის არეალში ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ, რამდენიმე წუთის განმავლობაში განხორციელდა მდგომარეობის გადამოწმება სასიგნალო სისტემის მეშვეობით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მდ. ვერეს ხეობაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დროებით შეჩერების შესახებ. განხორციელდა ადამიანების და ტექნიკის გაყვანა უსაფრთხო ზონაში. სამუშაოები განახლდება ამინდის გაუმჯობესებისთანავე.
ბაგებში და წყნეთი-ახალდაბას მიმართულებაზე მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური და ნებისმიერი შესაძლო გართულების შემთხვევაში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები",-ნათქვამია საგანგებო შტაბის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics