|
2019-01-18 15:31:18, 643 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს მოსახლეობის დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფისათვის 258 500 ლარს დახარჯავს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონის მოსახლებისათვის დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას აგრძელებს. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში სამინისტრო შშმ პირებს, მათ შორის ბავშვებსა და ხანდაზმულებს უფინანსებს: - ელექტრო სავარძელ-ეტლს - 3580 ლარი, - ადაპტირებულ სავარძელ-ეტლს - 550 ლარი, - მექანიკურ სავარძელ-ეტლს - 300 ლარი. ხოლო სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს, მათ შორის იძულებითი წოლითი რეჟიმის მქონე ხანგრძლივად მოავადე პაციენტებს უზრუნველყოფს დამხმარე/მოვლის საშუალებებით: - ფუნქციური საწოლი, - ჟანგბადის კონცენტრატორი, - ასპირატორი, - ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, - კოხლეარული იმპლანტის პროცესორი და მისი სათადარიგო ნაწილები, - ხმის წარმომქმნელი აპარატი. პროგრამის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 258 500 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში დღეს დამხმარე საშულებები რამდენიმე ბენეფიციარს გადაეცა, პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)