2019-01-17 00:00:40, 1638 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მომხდარი ფაქტი ქვეყნისთვის უდიდესი ტრაგედიაა.
„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას. იაშვილის კლინიკაში 6 პატარა პაციენტს ვმკურნალობთ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს ღამის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან პატარები და შემდეგ უკვე დილით იქნება უკვე მიღებული გადაწყვეტილება, მათი ოჯახი დაბრუნების შესახებ, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ავტორი: ,