15:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 10:46:03, 1178 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობები.მზარდია ეს კავშირები, ასევე, ურთიერთობები განათლების კულტურის სფეროში გვაქვს ძალიან  მჭიდროთანამშრომლობა, თუმცა, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანასშორის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისიოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმულინაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით.

დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დასავლურმისწრაფებებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საფრანგეთთან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი მიზანი, როგორც მოგეხსენებათ, არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ კუთხითაც არის ძალიანმნიშვნელოვანი ჩვენთვის თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და რა თქმა უნდა, როცა საუბარიგვაქვს ჩვენს კოლეგებთან, ყურადღებას ვამახვილებთ ამ ასპექტზეც. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანიასაფრანგეთის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის კუთხით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისმხარდაჭერის კუთხით და ამ მიმართულებითაც გვაქვს დისკუსია ჩვენს ფრანგ  კოლეგებთან",- განაცხადა ირაკლიკობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრისმნიშვნელობა. ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის დღევანდელი დღე ემოციური იყო.

„ზოგადად, როდესაც გვაქვს ასეთი ვიზიტები, შესაძლებლობას არ ვუშვებთ  ხელიდან,  რომ შევხვდეთ დიასპორისწარმომადგენლებს.  საფრანგეთში მოტივაცია არის განსაკუთრებული, გამორჩეულია ჩვენი ფრანგულისათვისტომო პირველ რიგში იმით, რომ მისი წარმომადგენლები არიან ჩვენი გამორჩეული წინაპრებისშთამომავლები.

დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ეს დღე შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია,გავუფრთხილდეთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ თვითმყოფადობას და დღევანდელი დღე ამ კუთხითიყო ძალიან მნიშვნელოვანი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებიც მიმოიხილა და ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეისაუბრა. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა მნიშვნელოვანი იქნება ქართულ-ფრანგულიურთიერთობების გაღრმავების მხრივ.

„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ გადავალთ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარებისშედარებით მშვიდ რელსებზე. გვაქვს უამრავი სირთულე, უამრავი გამოწვევა ყველა მიმართულებით. აქტიურრეჟიმში მიდის ამაზე მუშაობა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისოპარტნიორების, ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა, საფრანგეთის მხარდაჭერა.  ამ კუთხით მნიშვნელოვანიწვლილის შეტანა  დიასპორასაც შეუძლია. დიასპორის წარმომადგენლები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ელჩებიშესაბამის ქვეყნებში, აქედან გამომდინარე,  გვაქვს თქვენი დიდი იმედი, რომ თქვენს წვლილს შეიტანთ ჩვენიინტერესების საერთაშორისო დონეზე გატანაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics