14:34 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-14 14:47:46, 1615 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს

„მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კრიტერიუმების შემუშავებამდე მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა არ იგეგმება.

„მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს და განხილვა მას შემდეგ მოხდება, რაც კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები იქნება შემუშავებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ კრიტერიუმების შედგენაში ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენმ ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშები აეკრძალოთ
GM PHARMA-მ საერთაშორისო GMP აუდიტი წარმატებით გაიარა
თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics