|
2019-01-07 16:55:43, 1654 ნახვა
პოლიტიკა
ბესელიას თქმით, კობახიძე მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაჩქარებულად განხილვას სთხოვდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის თავჯდოამარე, ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაჩქარებულად განხილვას სთხოვდა. როგორც ბესელია „TV პირველის“ ეთერში აღნიშნა, მისთვის მიუღებელი იყო აღნიშნული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა. ამასთან, ყოველთვის იბრძოდა იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც მოსამართლეთა კანდიდატების სიაში არიან. „პარასკევს სხდომის ჩანიშვნის იდეა ჩემთვის იყო მოწოდებული ირაკლი კობახიძის მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩემდა სამწუხაროდ, მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომის ჩატარება პარასკევსვე და ამ სხდომაზე ამ სიის მხარდაჭერა და იმავე დღეს სესიაზე ამ სიის გატანა. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ. ვიდრე შინაარსზე ვისაუბრებდი, თვითონ ფორმაც, სულ რომ იდეალური ყოფილიყო ის სია და არ ყოფილიყო მასში ისეთი გვარები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ძველი რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სასამართლოსთან, რომლის შეცვლასაც წლების განმავლობაში მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში, პლასტიკური ტყვიების, ხელჯოხების, გაზის გამოყენების თუ სპეცრაზმის დარბევის ქვეშ ვიცავდით და არასდროს დაგვიხევია უკან ამ ბრძოლაში... წარმოიდგინეთ მოცემულობა, რომ მე, ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც პოლიტიკაში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ ქვეყანაში არ არსებობდა მართლმსაჯულება და იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი მქონდა, ვიდრე ახლა ბატონი კობახიძეა შესული. იმაზე უფრო კომფორტულ კაბინეტზე ვთქვი უარი 2006 წელს, როდესაც ადვოკატი ვიყავი, ჩემი საკუთარი კომპანია მქონდა, კომფორტული გარემო და თავისუფლება მქონდა, მაგრამ არ მქონდა სასამართლო. როცა ქუჩაში გავედით და ძალიან ბევრნი ვიბრძოდით, მაგრამ არა ის ადამიანები, ვინც დღეს ღიად გვიპირისპირდება, მე არცერთი მათგანი ბრძოლაში არ მინახავს. 2016 წელს ძალიან ადვილია, გამარჯვებულ გუნდთან მიხვიდე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)