|
2019-01-05 16:57:57, 2090 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ადასტურებს, რომ აგვისტოში ბესელიას ვიცე-სპიკერად დანიშვნა იგეგმებოდა
პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ რომ აგვისტოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას წასვლა და მისი ვიცე-სპიკერად დანიშვნა იგეგმებოდა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ გასცა ბრძანება, რომ ვიცე-სპიკერების ფლიგელში აგვისტოში ეკა ბესელიასთვის ოთახი მოწყობილიყო. ჟურნალისტების ნაწილს დღეს, იმ ოთახის გადაღების საშუალებაც მიეცათ, რომელიც სავარაუდოდ, ვიცე-სპიკერის პოსტის დაკავების შემთხვევაში, ეკა ბესელიასთვის იქნებოდა განკუთვნილი. „ჩვენ ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ, ვთქვით რა გადაწყვეტილებები იყო დაახლოებით მიღებული და ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. ეს თანამდებობრივი გადაადგილება არც მაშინ და არც ახლა არანაირ კავშირში არ იყო სასამართლოს თემასთან. იყო საერთოდ სხვა სირთულეები, გახსოვთ რა სირთულეებიც იყო გუნდში“, - განაცხადა კობახიძემ. ამასთან, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმაც აღნიშნა, რომ ოთახის მოწყობის შესახებ დავალება სექტემბერში მიიღო. „სექტემბერში მივიღეთ დავალება ხელმძღვანელობისგან, რომ პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირისთვის მოგვეძია შესაბამისი ფართი და მოგვეწყო. ფართის მოძიების შემდეგ, მივიღეთ დავალება, რომ ეს ფართი მოგვეწყო. ამ დავალების მიღების დროს, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ფართი უნდა ყოფილიყო ეკა ბესელიასთვის, რომელიც უნდა დაწინაურებულიყო და გამხდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე“, - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და მიზეზად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლე სიაში მყოფი კანდიდატები დაასახელა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)