00:34 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 12:44:39, 439 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ამ კვირის განმავლობაში პარლამენტი იმ რეჟიმში იმუშავებს, რაც სტიქიის შედეგების უსწრაფესი ლიკვიდაციისთვის იქნება საჭირო

პარლამენტში პრეზიდენტის  3 ბრძანებულება სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ და ასევე, სახმელეთო ჯარების გამოყვანის თაობაზე უკვე გადაგზავნილია.
საკანონმდებლო ორგანომ სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული სამხედრო ძალების გამოყვანაზე  პრეზიდენტს თანხმობა უნდა მისცეს.
პარლამენტი ვალდებულია,  ეს საკითხი 24 საათის განმავლობაში განიხილოს. 
"პრეზიდენტი ვალდებულია 48 საათის განმავლობაში პარლამენტს წარუდგინოს აღნიშნული ბრძანებები დასამტკიცებლად, ხოლო პარლამენტი ვალდებულია, 24 საათის განმავლობაში განიხილოს ეს საკითხი და დაამტკიცოს აღნიშნული ბრძანება,  ან არ დაამტკიცოს, თუ არ ეთანხმება ამ მოქმედების მიზანშეწონილობას.ამ კვირის განმავლობაში ჩვენც ვიმყოფებით იმ რეჟიმში, რაც საჭირო იქნება სტიქიის შედეგების უსწრაფესი ლიკვიდაციისთვის, გამოსწორებისთვიის. დღეს ასეთი ვითარებაა, როდესაც პარლამენტის ჩარევა არის აუცილებელი",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, სქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამოსცა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics