|
2019-01-04 11:35:22, 1622 ნახვა
პოლიტიკა
ქუცნაშვილი: გუნდში არ არის ძველ და ახალ გვარდიას შორის დაპირისპირება - ორივე მხარეს არიან ძველებიც და ახლებიც
გუნდში არ არის ძველ და ახალ გვარდიას შორის დაპირისპირება, ორივე მხარეს არიან ძველებიც და ახლებიც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუნდში დაპირისპირებას მმართველობის წესები იწვევს. „დამკვიდრდა ასეთი შთაბეჭდილება, რომ არის ძველების და ახლების დაპირისპირება. მე უფრო ვფიქრობ, დაპირისპირების ნიშნებია მმართველობის წესთან დაკავშირებით, სადაც არიან ძველებიც და ახლებიც, ერთ მხარეს და ძველებიც და ახლებიც, მეორე მხარეს. თორემ არის თუ არაა კაკი ზოიძე ძველებში, მაგრამ ყოველთვის უჭირავს მეორე პოზიცია. არის თუ არა ლევან კობერიძე ძველებში? არის თუ არა ზიკა ცქვიტიშვილი ძველებში? არის თუ არა თამარ ჩუგოშვილი ძველებში? არ დავყოფდი ასეთნაირად, არასწორია ასე დაყოფა, უბრალოდ მმართველობის წესებთან დაკავშირებით არის განსხვავებული მიდგომები, სადაც ერთ მხარეს არიან ძველებიც და ახლებიც და მეორე მხარეს არიან ძველებიც და ახლებიც. ასე, რომ ეს არ თაობებს შორის ან ძველ გვარდიასა და ახალ გვარდიას დაპირისპირების კამპანია. პატარა ნიშნები ამის, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ვიმეორებ, ორივე მხარეს არიან ძველებიც და ახლებიც და აქედან გამომდინარე, ამ ნიშნით დაყოფა არ მგონია ზუსტი იყოს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რა საკითხებზეა დაპირისპირება გუნდი, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ორივე მხარე ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის მეტ კომუნიკაციას ითხოვს. „მეტ ჩართულობას ითხოვენ ის ფრთა, რომელიც დავასახელე, მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ, მეტ კომუნიკაციას ითხოვენ ძველებიც და ახლებიც მთავრობასა და პარლამენტს შორის. შერეული არიან. მე დავასახელე რამდენიმე გვარი ახლებიდან, რომელიც ითხოვენ ამას, როგორც ითხოვენ, ბატონი ნუკრი ქანთარია, როგორც ითხოვს ამას სხვა ძველი გვარდიის ღირსეული წევრები“, - აღნიშნა მან.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)