14:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-31 12:38:12, 1704 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალ

 „თუ ისინი სხვა პოზიციას აირჩევენ და ასცდება ეს იმ იდეალებს, რისთვისაც ჩვენ პირველ ოქტომბერს ვიბრძოდით, გადავხედავ ჩემს პოსტს“, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესმა მმართველი გუნდისთვის დამაზიანებელი სახე არ მიიღოს.

 „მაქსიმალურად ფრთხილად და მოზომილად ვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას. მე ვარ შეგნებულად მოპასუხის როლში ყველა ჩემი კომენტარის დროს და არა თავდამსხმელის როლში. მე მიწევს ცალკეულ არასწორ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი ვინც სადმე იმალება და ან ვინმე შანტაჟის ენით დაელაპარაკება. თუ ეს ასე არ მოხდება და ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან და გამარჯვების მერე მოვიდნენ მშვიდ და კომფორტულ გარემოში, თუ ისინი სხვა პოზიციას აირჩევენ და ასცდება ეს იმ იდეალებს, რისთვისაც ჩვენ პირველ ოქტომბერს ვიბრძოდით, გადავხედავ ჩემს პოსტს“, - აღნიშნა ბესელიამ.

რაც შეეება, ჟურალისტის კითხვას, იბრძოლებს თუ არა ბიძინა ივიანიშვილის წინააღმდეგ, ბესელიამ უპასუხა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არასდროს წავა.

არა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალ, რადგან მე მგონია, ეს არის პროცესი, რომელიც ყველაზე მეტად ჯანსაღია და სჭირდება გუნდს, ხელისუფლებას და საზოგადოებასაც“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics