06:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-28 13:01:51, 1711 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია გადადგომის შესახებ განცხადებას ბიუროს პირველივე სხდომაზე წარადგენს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია იუესტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ  დანიშნვის საკითხს ეხმაურება. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად. 

"ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო დანიშნვას, წარიმართოს სწორად, სამართლიანად და გამოვრციხოთ რაიმე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში იქნება სამართლიანობასთან და ჩვენი მოსახლეობის განწყობებთან", - განაცხადა ბესელიამ. 

მისივე თქმით,  იუტიციის უმაღლესმა საბჭომ საკუთარი გადაწყვეტილებები კარგად უნდა გაიაზროს. 

"შექმნილ ვითარებაში იუსტიციის საბჭომ, რომლის საქმიანობაში ჩვენ ვერ ჩავერევით და არ ვერევით, უნდა გაიაზროს კარგად გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგები და უნდა გაიაზროს ყველამ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ჩვენ ამომრჩეველს არჩევნების დასრულების შემდეგ ვუთხარით, რომ ჩვენ მივალთ მოსახლეობასთან უფრო ახლოს ვიდრე ვიყავით, რომ იმ პრობლემებს, რის გამოც განაწყენდა ჩვენი ამომრჩეველი, ამას ვუპასუხებთ უფრო ადექვატურად და ჩვენი ყველა ნაბიჯი ამ დაპირებების შესატყვისი უნდა იყოს. არ მინდა ავცდე იმ მთავარ ხაზს, რომლითაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დავუახლოვდეთ ამომრჩეველს და არა დავშორდეთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

გარდა ამისა, ეკა ბესელიას ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარადგენს. რაც შეეხება მის შემცველს ბესელიამ გედევან ფოფხაძე წარადგინა, თუმცა როგორც კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს კონსულტაციების გამართვის თხოვნით უკვე მიმართა. 

 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics