|
2018-12-27 21:32:33, 1676 ნახვა
კომენტარი
დოლიძე - ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, ლევან მურუსიძე სასამართლოში იპარპაშებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშნვის ფაქტს ეხმაურება და საბჭოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, რათა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ "თავხედური" გადაწყვეტილებები არარ მიიღოს. “დღეს მოხდა ძალიან სამარცხვინო რამ. იუსტიციის საბჭო ყოველ დღე გვანცვიფრებს უფრო სამარცხვინო გადაწყვეტილებების მიღებით და სად აღმოვჩნდებით ბოლოს, არ ვიცი. ლევან მურუსიძე აღმოჩნდა მათ თვალში ყველანაირი პროცედურის და კანონის დარღვევით კეთილსინდისიერი მოსამართლე. ის ფორმალურად, რომ ვთქვათ დაინიშნა უვადოდ, თუმცა ლევან მურუსიძე სასამართლოში იპარპაშებს მანამ, სანამ საქართველოში იპარპაშებს აი ეს ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან გადაბმულია და რომელთა მთავარი ამოცანა, არის ნელ-ნელა დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და, ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება, კონკრეტული გუნდი, რომელიც არის საქართველოს პარლამენტში, პირდაპირ არის პასუხისმგებელი ამ შედეგზე. თუ არ გამოფხიზლდა "ქართული ოცნება" და პარლამენტის შემადგენლობა, ეს არ იქნება დასასრული იუსტიციის საბჭოს თავხედობის, არამედ იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი, უარეს ქმედებას მომავალში უნდა ველოდოთ. ჩვენ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ მე და ქალბატონმა ნაზიმ, მაგრამ ახლა სიტყვა არის პოლიტიკურ ძალებზე, რამდენად მისცემენ საშუალებას, რომ ამ ჯგუფმა სრულად გაშალოს ფრთები სასამართლოს ფარგლებში და შესაბამისად, სახელმწიფოს მასშტაბებით”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)