06:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 17:49:57, 1849 ნახვა

კომენტარი
მურუსიძე: არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელები ციხიდან გაუშვა, მზად ვარ კითხვებს ვუპასუხო

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის განცხადებით, ის მზად არის იუსტიციის საბჭოს წინაშე სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

ამასთან, მურუსიძის განმარტებით, გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო. 

"რასაც მე მედავებიან, ეს თითიდან გამოწოვილია და აბსურდულია სამართლებრივი კუთხით. მზად ვარ, საქართველოში სისხლის სამართლის საქმის მცოდნე ადამიანები შეიკრიბონ და მოხდეს ლევან მურუსიძის ერთგვარი გასამართლება ამ საკითხზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ მომეცეს საშუალება, რომ დავამტკიცო სიმართლე. ადამიანმა, რომელმაც მსჯავრდებულებს მივუსაჯე 7 წელი, არ ვარ ამ საქმეში მთავარი დამნაშავე და არ არის ლევან მურუსიძე ის ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელები გაუშვა ციხიდან. მორალით შესაძლოა, ერთნაირად ვფიქრობდეთ, თუმცა საბოლოოდ მაინც კანონიდან გამოვდივართ", - განაცხადა მურუსიძემ. 

მისივე თქმით, გირგვლიანის საქმეზე კიდევ ორი მოსამართლე მუშაობდა, თუმცა მათ მიმართ პრეტენზია არავის არასდროს გამოუთქვამს. 

ცნობისთვის, ლევან მურუსიძესთან გასაუბრება უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics