14:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 16:28:17, 1836 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია კილაძეს: თქვენ ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს, თორემ დაიქცა ეს ქვეყანა [ვიდეო]

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ დეპუტატ ეკა ბესელიას მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია, თუ რატომ დატოვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. 

კილაძის შეფასებით, „კომიტეტის თავმჯდომარე (ეკა ბესელია) ხალხს ლაპარაკის უფლებას რიგის მიხედვით არ აძლევს“. 

აღნიშნულ განცხადებას კომიტეტის უკვე გადამდგარი თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა:

"კარგია, რომ ერთ პოზიციაზე ხართ თქვენ და სალომე სამადაშვილი. მე ეს ძალიან მახარებს", - ასე უპასუხა კილაძის კრიტიკას ბესელიმ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აგრეთვე განაცხადა, რომ მის კომიტეტში თითოეულ ადამიანს აზრის გამოთქმის საშუალება ეძლევა, მიუხედავად მისი პოზიციისა. 

ეკა ბესელიას არც ეს კომენტარი დაუტოვებია შეფასების გარეშე და სოფო კილაძეს მიმართა:

„ახლა თქვენ ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს თორემ დაიქცა ეს ქვეყანა მართლა“. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics