|
2018-12-27 16:04:15, 3024 ნახვა
ეკონომიკა
„ლაპის ლაზული“ მარშრუტით ავღანეთიდან წამოსულმა პირველმა ტვირთმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა
„პირველი საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში „ლაპის ლაზული“ მარშრუტით საქართველოში 9 სატვირთო საავტომობილო საშუალება შემოვიდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პირველი საპილოტე მარშრუტით ავღანეთიდან თურქეთის დანიშნულებით სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ბამბის ნართი გადაიზიდება. „ეს გახლავთ ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, რომელსაც ეწოდება „ლაპის ლაზურის" კორიდორი. მნიშვნელოვანია, რომ ამ დერეფანში ტვირთმა შეუფერხებლად იმოძრაოს. სატესტო რეჟიმში განხორციელებული გადაზიდვის წარმატებაზე არის დამოკიდებული კორიდორის შემდგომი განვითარება, რომ მისი საშუალებით რეგულარულად განვახორციელოთ ტვირთების გადაზიდვა, რაც, ცხადია, ჩვენს ინტერესებში შედის" - აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბაჟო უწყება, ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ასევე კორიდორის წევრი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. აკაკი საღირაშვილის შეფასებით, "ლაპის ლაზულის" მარშრუტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას. "ლაპის ლაზულის" მარშრუტის განვითარებას ითვალისწინებს „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ „(ლაპის ლაზულის მარშრუტი)" შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2017 წლის 15 ნოემბერს ქ. აშხაბადში (თურქმენეთი) ავღანეთის თაობაზე რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციის (RECCA-VII) ფარგლებში. შეთანხმება ქმნის ხუთ ქვეყანას შორის (ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი) თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს. იგი წარმოადგენს ჩარჩო-შეთანხმებას, რომლის დებულებები არეგულირებს სატრანზიტო მიმოსვლას, რომელიც იწყება ან სრულდება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ტვირთისა და მგზავრების გადაადგილებას ხელშემკვრელი მხარეების შესაბამის დერეფნებს შორის. შეთანხმება ხელს უწყობს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე დაუბრკოლებელ გადაადგილებას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების გამარტივებას, უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და მგზავრების უსაფრთხოებას. შეთანხმების თანახმად, გადაზიდვები განხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრულ საავტომობილო, სარკინიგზო და შიდა სამდინარო სატრანზიტო მარშრუტებზე.
(NS)
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)