04:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 14:55:30, 1525 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე რჩება კიდევ 2 უმძიმესი გამოწვევა - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წელს ხელისუფლება გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომ დეოკუპაციის საკითხებში ქვეყანა წინ წავიდეს. 

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ქვეყნის წინაშე ორი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე დგას. 

"მომავალ წელს ჩვენი საბიუჯეტო რესურსი იქნება დაახლოებით 13 მილიარდი ლარი. ჩვენ ვუყუურებთ 2-წლიან პროგრამას და ამ პროგრამის ფარგლებში წლიური საბიუჯეტო რესურსი იქნება დაახლოებით 27 მილიარდი. ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ ეს რესურსი იქნასმაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ მოსახლეობას რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მივუტანოთ დადებითი ეკონომიკური შედეგი. სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე რჩება კიდევ ორი უმძიმესი გამოწვევა - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ დეოკუპაციის საკითხებში. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ კიდევ არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო და არ გაყავს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ჩვენ გვაქვს მომზადებული სამშვიდობო ინიციატივა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. დღეს ვიყავი სოფელ დიცში, სადაც საინტერესო საწარმო გახსნეს ახალგაზრდებმა. ვფიქრობ, დღეს რაც ვნახეთ, არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, თუ რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ჩვენ პასუხი არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება, მხოლოდ განვითარება და მშვიდობა. ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას და კონცენტრაციას გავაკეთებთ იმაზე, რომ მსოფლიოს თანამეგობრობასთან ერთად რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ რეალიზაცია ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". რაც მეტი ასეთი საწარმო იქნება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით უფრო ადვილად შევძლებთ, რომ ჩვენ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის ჩვენი ამოცანა. სიღარიბის დაძლევა არის და იქნება პრიორიტეტი შემდეგი 2 წლის განმავლობაში. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უმოკლეს ვადებში დავნერგოთ ის რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს უფრო მეტ ინკლუზიურ ზრდას, საშუალებას მოგვცემს, რომ ეკონომიკური მოდელი ქვეყნის განვითარების შევცვალოთ, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეზე იყოს მორგებული. სოციალური პროგრამები მომავალ წლებსაც გაგრძელდება", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics