14:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 14:43:58, 1554 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მან პოსტი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც გადადგომის შესახებ ვანო ზარდიაშვილის განცხადება მიიღო.

„დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ განცხადებას გადადგომის თაობაზე. მე ვიტოვებ იმედს, რომ იურიდიული კომიტეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, შეარჩევს და შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ისეთ კანდიდატზე, რომელიც თავმჯდომარე იქნება ამ კომიტეტის, რომელიც ასევე დაიცავს პრინიცპებს. იქნება შეუვალი, სამართლიანი და ფასეულობების დამცველი, მაღალი რეპუტაციის მქონე მოსამართლეების შერჩევა უვადოდ და ამ პროცესის გამჭვირვალეობით, საზოგადოების ფართო მონაწილეობით მომართვა ეს არის ჩვენი ვალდებულება, ეს არის ჩვენი დაპირება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, ეს არის ჩვენი შვილების მომავალი“, - განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics