04:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-26 17:19:15, 1351 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი მოსამართლეობის კანდიდატებზე - თუ კენჭისყრის საკითხი დადგება, მათ მხარს ვერ დავუჭერ

„თუ კენჭისყრის საკითხი დადგება, მათ მხარს ვერ დავუჭერ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ფორმა, რომლითაც სია იქნა წარდგენილი, მისთვის მისაღები არ არის.

 „ამ პროცესში ჩემთვის ორი რამ არის პრობლემური. პირველი ეს არის მთლიანად პროცესი, რადგან ქვეყნისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დასახელება უმნიშვნელოვანესია. ამ ფორმით წარმოდგენილ სიასთან პრობლემა მაქვს. მეორეა, კონკრეტული გვარები, რომლებიც სიაში არიან წარმოდგენილნი. ზოგიერთ მათგანზე ჩემი მოსაზრება 2012 წელს მაქვს დაფიქსირებული და აზრი არ შემიცვლია. თუ კენჭისყრის საკითხი დადგება, მათ მხარს ვერ დავუჭერ. მათ შორის გვრიტიშვილს ვგულისხმობ, რომელთანაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების განხილვის დროს სერიოზული ხარვეზები, კანონდარღვევები ფიქსირდებოდა იმ წლებში, როცა ჩემს ორგანიზაციას ადამიანების წარმომადგენლობა უწევდა. სია რა ფორმითაც იქნა წარმოდგენილი, მისაღები არ არის. ვერ გეტყვით, კენჭისყრა ჩატარდება თუ არა კვირის ბოლოს, იმედი მაქვს, რომ პარლამენტი მეტ დროს გამოიყენებს. პროცედურები მაქსიმალურად მალე უნდა შევქმნათ, რომ მომავალში ასეთი გაუგებრობები თავიდან ავიცილოთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics