|
2018-12-25 18:31:14, 1736 ნახვა
პოლიტიკა
საკრებულოს სხდომა, სადაც კახა კალაძეს უსმენენ, ოპოზიციის ნაწილმა დატოვა
თბილსის საკრებულოს სხდომა, სადაც დედაქლაქის მერს, კახა კალაძეს უსმენენ, ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომის დატოვების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მანამდე კი, დედაქალაქის მერს რამდენიმე კითხვით მიმართა. „თქვენ როცა მობრძანდით თქვით, რომ ბიუროკრატიას შევამცირებო და პირველი რაც გააკეთეთ, ადექით და 5 ათასლარიანი მრჩევლები დაინიშნეთ. ასევე კითხვა მაქვს, მილიონობით ლარის ავტომობილს რატომ იძენს მერია ბიუჯეტიდან. მოქალაქეებს უთხარით, ეს 300 ავტომობილი რომ გყავთ, ეს შემცირდება თუ ახალი ავტომობილები უბრალოდ უნდა დაემატოს. ასევე „არქისთან“ დაკავშირებით უნდა გკითხოთ, აპრილში შეიქმნა უხერხულობა, რომ „არქის“ ოპერატორმა უფრო წინდაწინ იცოდა, რომ ნებართვას გასცემდნენ საკრებულოს უმრავლესობამ და როგორ ხდება ეგ ? კორუფციასთან არ გვაქვს საქმე? წინასწარ რატომ იცის „აქრის“ ოპერატორმა? პარკირების პრობლემას მოვაგვარებო ხომ თქვით ? „სითი პარკი“ რომ გაიყვანეთ, ხალხს „სითი პარკის“ სახელთან კი არ ჰქონდა პრობლემა, ჯარიმების პრობლემა იყო და საპარკინგე ადგილების თორე „სითი პარკის“ სახელთან არ ჰქონიათ ბატონო კახი პრობლემა. გგონიათ რომ საპარკინგე ადგილების დახაზვაა პრობლემის მოგვარება? გარდა ამისა, ბოლო ერთ წლიწადში ხშირად ლაპარაკობთ ტაქსზე, რაღაც ხარკი გადაახდევინეთ და თქვით რომ ეს პრობლემას მოაგვარებს, მერე თქვით რომ უნდა შეღებონო, ახლა თქვით რომ ტაქსის სერვისი იაფია და უნდა გაძვირდესო, საერთოდ რატომ არის ეს თქვენი საქმე ვერ გავიგე. ასევე ვწუხვარ, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კითხვებს გისვამდნენ, ეს ჩვენი ბრალი კი არ არის, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში რომ „ქათული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის სპიკერი იყავით ეს არის პრობლემა. ბატონ ნოდარ ბურდილაძეს, რომელიც სასკივდილოდ არის დაჭრილი იცნობთ? ქალბატონი ია კერზაიას შესახებ გსმენიათ რამე? მესმის რომ სამართლებრივი პასუხიმსგებლობა ამაზე არ გაქვთ, მაგრამ მორალურ, ადამიანურ პასუხისმგებლობას არ გრძნობთ იმაზე რომ თქვენი რეპრესიების შედეგად ერთი ქალბატონი გარდაიცვალა და ნოდარ ბურდილაძე სიკვდილს ებრძვის? პასუხისმგებლობას გრძნობთ თუ არა როგორც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი?“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დღესვე, სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის განხილვაა დაგეგმილი.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)