23:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 17:09:21, 637 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და მედიკოსები დააჯილდოვა

ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, მედიცინის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „2018 წლის საქმიანობის შეჯამება, 2019 წლის სიახლეების წარდგენა და მედიკოსთა დაჯილდოება“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სიგელი რეგიონის ჯანდაცვის სფეროს 24 წარმომადგენლს გადაეცა.

ისინი თავად სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და ამ დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების მიერ შეირჩნენ, შერჩევის კრიტერიუმს მათ მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, რეგიონის პირველი პირები, მინისტრთა კაბინეტის/საკანონმდებლო ორგანოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერიებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.

აჭარაში მედიცინის მუშაკის დღე 1996 წლიდან, ყოველი წლის 23 დეკემბერს აღინიშნება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2018 წელს წარმატებით ასრულებს, წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა ყველა დაგეგმილი პროგრამის განხორციელება, შესაბამისად ბიუჯეტის შესრულება თითქმის 100%-ს შეადგენს. 2019 წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი მილიონამდე ლარით გაიზრდება და 17,762,600 ლარი იქნება. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს. მომავალი წლიდან იწყება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული სამედიიცნო მომსახურების და გაფანტული სკლეროზის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება. 65 000 ლარამდე იზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. 10 000 ლარის ნაცვლად 25 ლარამდე გაიზრდება საზღვარგარეთ მკურნალობა. თანხები დაემატება “ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების“ პროგრამას. სოციალური დაცვის მიმართულებით ამოქმედდება 2 ახალი პროგრამა: „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანადაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ და „სმენაპროტეზირებულ ბავშთა რეაბილიტაცია“.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics