2018-12-25 12:09:05, 3798 ნახვა
მსოფლიო
ცუნამი ინდონეზიაში - დაღუპულთა რიცხვი 373-მდე გაიზარდა [ვიდეო]
ინდონეზიაში, დასავლეთ იავას პროვინციაში ვულკან ანაკ კრაკატაუს მიერ გამოწვეული ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 373-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 1 459 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, ხოლო 128 პირი დაკარგულად ითვლება.
მედიის ცნობით, ცუნამის შედეგად საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა განადგურდა.16 000-მდე მოქალაქეს სახლის დატოვება მოუწია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ და მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.
ცუნამი ინდონეზიას 23 დეკემბერს დაატყდა თავს.
ავტორი: ,