2018-12-25 11:28:35, 3266 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში ვეფხვმა 25 წლის ქართველი დაგლიჯა
იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა, - ამის შესახებ meteoweb იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ რეჯიო კალაბრიაში მოხდა. 25 წლის ქართველმა მამაკაცმა ცირკის ტერიტორიაზე უკანონოდ შეაღწია, ამის შემდეგ ტანსაცმელი გაიხადა და ვეფხვის გალიაში სრულიად შიშველი შევიდა.
მედიის ცნობით, ცირკის თანამშრომლები საქმეში დროულად ჩაერთვნენ და მამაკაცის გადარჩენა შეძლეს, თუმცა მან მძიმე დაზიანებები მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მამაკაცი სავარაუდოდ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ავტორი: ,