|
2018-12-22 14:06:17, 1662 ნახვა
სამართალი
შსს-მ დეკემბერში საგარეჯოში 3 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. კ., 1997 წელს დაბადებული გ. ქ. და 1979 წელს დაბადებულ რ. ვ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა რ.ვ. საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, „აკს"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე, საგარეჯოს რაიონში, სოფელ თულარში დააკავეს მ.კ. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ „ტტ"-ს სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. „სამართალდამცველებმა გ.ქ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაცნობთან სტუმრად იმყოფებოდა. პირადი ჩხრეკისას ამოღებულია თვითნაკეთი ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება რ.ვ.-ს და გ.ქ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების, ხოლო მ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)