|
2018-12-21 21:25:31, 1652 ნახვა
სამართალი
„ფირცხალავა და ცააძე საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლომ ომბუდსმენს საქმეში ჩართვაზე უარი უთხრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნა ე.წ. კორტების საქმეზე სასამართლო მეგობრის სტატუსით (მესამე მხარედ) ჩართვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს მიმდინარე წლის 20 ნოემბერს მიმართა თხოვნით საქმეში ჩართვაზე, რადგან სურდა წარედგინა მესამე მხარის მოსაზრება მოცემულ საქმეზე სასამართლო პროცესის სამართლიანობის შესახებ (მტკიცებულებათა, კერძოდ, მოქმედი და ყოფილი სამართალდამცავების ჩვენებების შეფასებასთან დაკავშირებით). „ომბუდსმენის ოფისი სტრასბურგის სასამართლოს სთავაზობდა, გაეზიარებინა ეროვნული სასამართლოების პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა და მიეცა მისთვის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის უფლება საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. სახალხო დამცველის ეს თხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქმის − „ფირცხალავა და ცააძე საქართველოს წინააღმდეგ" − განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას შეტყობინება 2018 წლის 18 ოქტომბერს გამოუგზავნა. იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფოს პოზიციას 2019 წლის 7 თებერვლამდე წარადგენს. მომჩივნები ირაკლი ფირცხალავა (შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე) და გიორგი ცააძე (შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი) მათ მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ასაჩივრებენ (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტები). ეროვნულმა სასამართლოებმა ისინი დამნაშავედ ცნეს 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლის მოსპობაში, ხოლო ბონდო ფუთურიძისთვის − სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებაში“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)