04:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 19:56:35, 1389 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე გახარიას: ბევრი იწვალეთ, მაგრამ ვერცერთ კითხვას, რომელიც შერჩევით სამართალს ეხებოდა, პასუხი ვერ გაეცით

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი გკაპანაძის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის მიერ დასმულ კიტხვებს ვერ უპასუხა. 

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, პოლიცია პოლიტიზირებულია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში შერჩევითი მიდგომა იკვეთება.

„ბატონო გიორგი, თქვენ ბევრი იწვალეთ, მაგრამ ვერცერთ კითხვას, რომელიც შერჩევით სამართალს ეხებოდა, პასუხი ვერ გაეცით, უფრო მეტიც, გააღრმავეთ ის განცდა, რომ შერჩევითი სამართალი ამ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა. ერთი მხრივ, კბილებით იცავთ იმ მიდგომას, რომ კირკიტაძე იყო დასაჭერი, იმიტომ, რომ მან ჩაიდინა ძალადობა პოლიციელის მიმართ, დავუშვათ ეს ასეა, მაგრამ ასეთივე ძალადობა სამართალდამცავების მიერ ჩადენილი იყო კორცხელში, თქვენ იცით, ყველას ნანახი აქვს, მაგრამ გეყოთ პოლიტიკური გამბედაობა, უტიფრობა, რომ გამშველებელი იყო პოლიციელი და იმიტომ განსხვავდებოდა. ასეთი ძალადობა თანამდებობის პირის მიმართ იყო ფარცხალაძის შემთხვევაში თორდიასთან მიმართებაში. თქვენ თქვით, რომ ის იყო კერძო საქმე. სცადეთ, რომ გამომძვრალიყავით იმისთვის, რომ შერჩევითი სამართალი დაგეცვათ და გაგემართლებინათ. უბრალო ძალადობა აგერ იყო ახალქალაქში", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics