|
2018-12-21 18:53:14, 1037 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მერის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშის პრეზენტაცია დაესწრო. ქალაქის მერმა მიმოიხილა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაწეული საქმიანობა და მიმდინარე წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავება დაასახელა. მერმა ხაზი გაუსვა საინვესტიციო გარემოს შექმნის ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის მზაობას ქალაქ ქობულეთის სწორი სივრცითი მოწყობის გათვალისწინებით. ასევე, ქალაქის პერიფერიული დასახლებების კეთილმოწყობის აუცილებლობას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მერს საინტერესო ანგარიშისთვის და მომავალში წარმატებები უსურვა. „დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი იქნება მიზნების განხორციელების წელიწადი. ჩვენ გვჭირდება ძალიან თამამი გადაწყვეტილებები, უფრო მეტი ტემპი და დინამიკა. თითოეული ქობულეთელის ცხოვრება უნდა გახდეს უკეთესი და არცერთი ადამიანი არ დარჩეს განვითარების მიღმა. ქობულეთს დიდი პოტენციალი აქვს. მომავალი სეზონი უნდა იყოს იდეალური ტურისტებისთვის და აჭარის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. რეგიონის პირველმა პირმა ასევე, ქობულეთში მთავრობის სხდომის გამართვა დააანონსა. ღონისძიებას მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)