02:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 17:19:44, 1150 ნახვა

სამართალი
გახარია - შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც სერიოზულად მოეკიდება 14 წლამდე ბავშვების დანაშაულს

„სისტემა, როდესაც ბავშვი 14 წლამდე ჩადის დანაშაულს, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ ბავშვთან მიმართებაში - დღეს არ მუშაობს.  ვფიქრობ რომ შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც ამით სერიოზულად დაკავდება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

ამასთან, შს მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაზე ისაუბრა.

,,არასრულწლოვანთა დანაშაული ეს სერიოზული პრობლემაა. მოგეხსენებათ რომ იყო სერიოზული ცვლილებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მიღებული, რაც რა თქმა უნდა იყო პროგრესული ნაბიჯი. თუმცა, მას შემდგომ სჭირდება მენეჯმენტი, ხარისხიანი მენეჯმენტი და  აქ გარკვეული პრობლემები გვქონდა. დღეის მდგომარეობით, მე ვფიქრობ რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსთან ერთად მოგვიწევს კიდევ ერთხელ დაჯდომა და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების, რომლებიც არიან 14 წლამდე, მათ მიმართ გარკვეული სისტემური ცვლილებების მომზადება.

დღეს ჩვენ ქვეყანაში, ფაქტობრივად არ გვაქვს რეფერირების სისტემა და ფაქტობრივად ბავშვები, რომლებიც 14 წლამდე ჩადიან დანაშაულს, ისინი საერთოდ ყოველგვარი ყურადღების გარეშე არიან სახელმწიფოს მხრიდან. ფაქტობრივად სისტემა, როდესაც ბავშვი 14 წლამდე ჩადის დანაშაულს, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ ბავშვთან მიმართებაში დღეს არ მუშაობს. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ ეს შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც ამას სერიოზულად დაკავდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მუშაობა გარკვეულ წილად დაწყებულია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად და მე ვფიქრობ რომ უახლოეს პერიოდში გვექნება გარკვეული შედეგებიც“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics