12:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 15:56:37, 1412 ნახვა

პოლიტიკა
დანიის მიგრაციის მინისტრი - დანიაში თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობის შემცირება საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შედეგია

დანიის მხარე პოზიტიურად აფასებს საქართველოდან დანიაში თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობის შემცირებას. ამაზე საუბარია წერილში, რომელიც დანიის სამეფოს მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრმა ინგერ სტოიბერგმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს გამოუგზავნა.

დანიის მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მთელი ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ წარმოქმნილ გამოწვევებს სერიოზულად მოეკიდა.

 დანია მაღალ შეფასებას აძლევს „საქართველოს მიერ განხორციელებულ, თუ მომავალში დაგეგმილ მთელ რიგ ღონისძიებებს, კერძოდ საინფორმაციო კამპანიებს, საკანონმდებლო ცვლილებებსა თუ სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის  გაღრმავებას, რომელთა მიზანია  შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის აღკვეთა".

ინგერ სტოიბერგი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს დანიაში უკანონოდ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების პროცესის დაჩქარების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

წერილის მიხედვით,  დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთათვის  სწრაფი პროცედურა მოქმედებს.

დანიის  მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი პოზიტიურად აფასებს დავით ზალკალიანის ვიზიტს დანიაში და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics