|
2018-12-21 14:50:32, 1468 ნახვა
სამართალი
გახარია: არ არსებობს დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა არ ფუნქციონირებდეს
შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში უსმენენ. გიორგი გახარიამ შესავალ სიტყვაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში, დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების კომპონენტზე ისაუბრა. „კიდევ ერთი მიმართულება გახლავთ დროებით მოთავსების იზოლატორები, სადაც ინფრასტრუქტურულ ნაწილში ფაქტობრივად გადახალისდა მათი კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, როგორც ჩვენ თავიდანვე დაგპირდით, არ არსებობს არცერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებდეს. უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობით, 24 საათის მაგივრად ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მონაცემები ინახება 120 საათის განმავლობაში. ასევე დროებით მოთავსების იზოლატორების ნაწილში, ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები, მუდმივი სამედიცინო მომსახურების კონტექსტში. 7-დან გაიზარდა 14-მდე ის დაწესებულებები, სადაც უკვე არსებობს მუდმივი სამედიცინო მომსახურეობა, ხოლო წლის ბოლომდე, 2019-ის ბოლომდე, ყველა - 29-ვე დაწესებულებაში, იქნება მუდმივი სამედიცინო მომსახურეობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გაჩნდა არასრულწლოვნებისთვის სპეციალური სივრცე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ინფრასტრუქტურულ ნაწილში 2019 წელს, თბილისში დაიწყება ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა, რომელიც განთავსდება ავჭალაში და რომელიც გათვლილი იქნება დაახლოებით 200 ადამიანზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)