2018-12-21 13:46:15, 1373 ნახვა
სამართალი
ველისციხის ინციდენტში მონაწილე ენმ-ის წევრს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ველისციხის ინციდენტში მონაწილე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ვალერი მუსაევს გირაო შეეფარდა.
დაცვის მხარემ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მუსაევი საპატიმროს თანხის გადახდისთანავე დატოვებს.
ცნობისთვის, წინა სასამართლო სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.
გამოძიება ბრალდებულს პილიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ძალადობას ედავება. ის გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, დავით კირკიტაძესთან ერთად 17 დეკემბერს დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ველისციხის ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
ავტორი: ,