17:06 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 16:46:11, 317 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს 6 ქალაქში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყო

დამისამართების პროექტის ფარგლებში, საქართველოს  6 ქალაქში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყო.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამისამართების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები საქართველოს 18 ქალაქში დაასრულა.  

პროექტის მიმდინარე ეტაპზე კი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება 6 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ბოლნისსა და ლანჩხუთში დაიწყო.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, ხვალ 12:00 საათზე, იუსტიციის სახლში,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics