|
2018-12-20 12:06:20, 1274 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ყოველდღე ვადევნებთ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს - ეს ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევაა
„ყოველდღე ვადევნებთ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და მავთულხლართების აგებას, ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი. „სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ის არ ახდენს თავისი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაყავს თავისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ყოველ დღე ვადევნებთ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და მავთულხლართების აგებას, ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ყველა ტრიბუნას და ყველა პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი, ჩვენი ხმა. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდირება მოვახდინოთ, რომ ეს ყველაზე მტკივენეული გამოწვევა იქნას დაძლეული. ამისთვის ვიყენებ ყველა ტრიბუნას ჩემს კოლეგებთან ერთად. ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები სამშვიდობო პოლიტიკაში. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე, არის მხოლოდ განვითარება და მშვიდობა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ინიციატივა, რომელსაც ქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სრულად არის მხარდაჭერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)