00:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 21:00:27, 1455 ნახვა

სამართალი
ევროკომისია: დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ხშირია ევროკავშირის ტერიტორიაზე

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ხშირია არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ჩართული არიან მძიმე დანაშაულში ევროკავშირის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ევროკომისიის მეორე ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნების შესრულებას ეხება.

„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ხშირად წარმოდგენილ ჯგუფებს შეადგენენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულში ევროკავშირის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და შვედეთში.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან ისევ ჩართულნი არიან საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებულ დანაშაულში და ამასთანავე ისინი აქტიურად განაგრძობენ კრიმინალური შემოსავლების გათეთრებას.

ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევა კვლავ რჩება საკითხად, რომელიც მონიტორინგს მოითხოვს. ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით მოახდინა საქართველოში დაფუძნებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების გაუვნებელყოფა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გამომდინარეობს კომისიის ვალდებულებიდან გაუწიოს მონიტორინგი მესამე ქვეყნების მიერ ვიზების ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უწყვეტ შესრულებას და ანგარიში მისი შედეგების შესახებ წარუდგინოს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს სულ მცირე წელიწადში ერთხელ. შეფასების პერიოდი 2017 წლის დეკემბერში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის2 ფარგლებში პირველი ანგარიშის მიღებიდან იწყება.

ანგარიშის სტატისტიკური ნაწილი ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს ფარავს, რომელზეც (ევროკავშირის) 2018/1806 რეგულაცია ვრცელდება და შენგენის ოთხ ასოცირებულ ქვეყნას (შემდგომში "შენგენ+ ზონა")4. კონკრეტული სფეროების შეფასება ძირითადად ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ევროსტატს მიაწოდა შენგენ+ ზონის ქვეყნებმა, ევროკავშირის უწყებებმა (ევროპის პოლიციის სამსახურმა, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში ფართომასშტაბიანი კომპიუტერული სისტემების ოპერატიული მართვის ევროპულმა სააგენტომ (eu-LISA), ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისმა (EASO), ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ (EBCGA) და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტომ); ასევე მოხდა ინფორმაციის გაცვლა ევროკომისიას, ევროკავშირის საგარეო სამსახურსა და უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებს შორის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics