00:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 14:23:14, 1328 ნახვა

სამართალი
დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს - ის მშრალ შიმშილობაზე გადადის

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 

როგორც კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟრნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, კირკიტაძე მშრალ შიმშილობაზე გადადის.

"ბრალდების შინაარსში წერია შემდეგი, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი სტუმრებისა და უამრავი სტუმრის გამო პოლიციის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გადაკეტილიყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური დაზიანება. მისი განმარტებით ეს არის მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნა, იგი დღეიდან გადადის მშრალ შიმშილობაზე", - განაცხადა ადვოკატმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics