|
2018-12-18 13:25:52, 1520 ნახვა
პოლიტიკა
ჟვანია - მარგველაშვილის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელს ჩვენთან მუშაობა შევთავაზეთ
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა. როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს ათონელის რეზიდენციაში ყოფნის დროს განუცხადა, პრეზიდენტის დავალებით ის პირველ შეხვედრას ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გამართავს. გარდა ამისა, ლაშა ჟვვანიამ ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცედურები განმარტა. მისივე თქმით, ახალი ბიუჯეტით თანამშრომლების რაოდენობა 60 საშტატო ერთეულამდე დადის. „ჩემი პირველი შეხვედრა პრეზიდენტის დავალებით იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მთლიანად. იქნება როგორც სრულად თანამშრომლებთან, ისე ცალცალკე დეპარტამენტების მიხედვით, ისე ინდივიდუალურად შეხვედრა ყველასთან, რადგან გარკვეული კომისიური ჯგუფი გვეყოლება, რათა გავიაზროთ, ვნახოთ, თითოეული ადამიანის კვალიფიკაცია. ასევე, ამავე პერიოდში, პარალელურად პრეზიდენტი ჩამოყალიბდება თავისი ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკაზე, რა მიმართულებებზე, რა კვალიფიკაციის მქონე ადამიანები გვჭირდება ადმინისტრაციაში. იცით, რომ ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად, 60 საშტატო ერთეულამდე დადის პრეზიდენტის ადმინისტრაცია 1-ელი იანვრიდან, თუმცა 12 იანვრიდან შეუძლებელია ეს რომ გაკეთდეს, იმიტომ, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებს რეორგანიზაციის გარკვეულ ვადას და კანონი, რომელიც ჩვენ გვაქვს საჯარო სამსახურის შესახებ, არის ერთ-ერთი კარგი კანონი, ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესოა. იმიტომ, რომ კანონი მუდმივად იხვეწება, მაგრამ ერთ-ერთი კარგი კანონია, რომელიც არის სტაბილურობის გარანტი საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურეების“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ. ამასთან, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს კობა ედილაშვილს და საფინანსო სამსახურის უფროსს თამარ გოდერძიშვილს ახალ ადმინისტრაციაში მუშაობა შესთავაზა. რაც შეეხება მასმედიასთან მუშაობის სამსახურს, შესაძლოა ახალ ადმინისტრაციაში, მარგველაშვილის პრესსამსახურის უფროსი სოფო ჯაჯანაშვილი დასაქმდეს. ჟვანიას თქმით, ჯაჯანაშვილს ზურაბიშვილთან წარსულში თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)