2018-12-18 13:18:15, 1431 ნახვა
სამართალი
ხმაური სააპელაციო სასამართლოში - მანდატურებმა ზაზა სარალიძეს შენობა დაატოვებინეს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო.
ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძეს გაღიზიანება იმ ინფორმაციამ გამოიწვია, თითქოს ხორავას საქმის პროკურორი იმედა გუგუშვილი დააწინაურეს.
შვილმოკლულმა მამამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის მოქმედ პროკურორს, თორნიკე ნადირაძეს. ამ ინციდენტის შემდეგ, მანდატურებმა სარალიძეს სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.
ხორავას საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. დაცვის მხარე დამატებითი მტკიცებულებების დართვას ითხოვს, საუბარია საპარლამენტო საგამოძიებო კომისაზე დაკითხული მოწმეების ვიდო-აუდიო ჩანაწერების დართვაზე. სხდომა დახურულ რეჟიმში გრძელდება.
ავტორი: ,