2015-06-15 15:42:52, 492 ნახვა
პოლიტიკა
14 ადამიანი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, საკუთარ ოჯახში დაბრუნდა
სტიქიის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 24- დან 10-მდე შემცირდა.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, პირები, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ, საკუთარ ოჯახებში დაბრუნდნენ.
ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული, 10 კი, იძებნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან