13:54 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 19:29:03, 1299 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა

 „კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკერიას განცხადებით, კირკიტაძის ციხეში დატოვება იქნება ამ ძალიან რთული ვითარების კიდევ უფრო გართულება და ძალიან სახიფათო გზაზე დააყენებს ქვეყანას.

„მაშინ, როცა ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი შემთხვევა გვქონდა ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებული, მათ შორის შავრაზმელი ჯგუფების ჩადენილი ძალადობის, მივარდნის აქციებზე, მოწოდების ძალადობისკენ და არავინ დასჯილი არ არის ამისთვის. დღეს ამ ფონზე, გუშინ უკანონო და ანტიკონსიტუციური ბრძანებების შესრულებისას პოლიციელებთან მომხდარი ინციდენტების გამო, ოპოზიციური ფიგურის, დავით კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და წარმოადგენს დიდ ხიფათს ჩვენი ქვეყნისთვის. საბოლოოდ ამ უკანონო პოლიტიკას გადაჰყვება ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ამ პროცესში დიდი ხიფათი ექმნება ჩვენი ქვეყნის არა მარტო დემოკრატიის, არამედ ნორმალური განვითარებისა და სტაბილურობის პერსპექტივა. კირკიტაძის დაკავება ამ ვითარებაში არ ეხება კირკიტაძეს, ეხება ოპოზიციური სპექტრისთვის უტიფარ გზავნილს, რომ ლიცენზია ძალადობაზე, უკანონობასა და ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე,  აქვს მხოლოდ იმ ჯგუფებსმ ვინც დაკავშირებულია ივანიშვილის ჯგუფებთან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დავით კირკიტაძე გურჯაანში დააკავეს. მასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იმყოფებოდა. კირკიტაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით არის დაკავებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics