|
2018-12-17 17:28:29, 1113 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - ხელისუფლებამ მოსახლეობის ნახევარს უთხრა, რომ არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები
„ხელისუფლებამ ტოტალურად არასწორი დასკვნა გამოიტანა არჩევნების შედეგებიდან და საკუთარი მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარს უთხრა, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უგულავას თქმით, მთელი საზოგადოება, ქართული ოცნების გარდა, თანხმდება, რომ არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. უგულავამ დღეს ოპოზიური პარტიების კოორდინირებულად მუშაობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. „ხელისუფლებამ ტოტალურად არასწორი დასკვნა გამოიტანა არჩევნების შედეგებიდან. არჩევნებზე მომხდარი უმძიმესი დარღვევების და მეორე ტურის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარს უთხრა, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ მათი პროტესტი შეიძლება განხილული იყოს რაღაც ერთი მუჭა ადამიანების პროტესტად, რომ ის სამარცხვინო და გულის ამრევი საშინელება, რაც ვიხილეთ საარჩევნო უბნებზე, პირდაპირ უტიფარი ყრა ბიულეტენების თითქოს არაფერია. თითქოს ადამიანი, რომელიც დღეს სიკვდილს ებრძვის ოპოზიციის წარმომადგენელი ონიდან, მისი ტკივილი და მისი ოჯახის ტკივილი არაფერია. ის, რაც მოხდა ახალქალაქში თითქოს არაფერია და თითქოს ერთმანეთში პატარა გარჩევა იყო. მეტიც, ჩვენ დავინახეთ როგორ უტიფრად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავჯდომარემ და წაახალისა ეს ძალადობა. გუშინ ჩვენ ვნახეთ ასევე, რომ ხელისუფლებამ ნულოვანი დასკვნა გამოიტანა ყველაფერი ამიდან და მეტიც ჩვენ სახეზე გვქონდა კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამაზე პასუხისმგებელი არის პირადად გახარია, რომელმაც ღარიბაშვილის საუკეთესო ტრადიციებით დღეს უკვე დაუწყო ოპოზიციას და საზოგადოების ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს მუქარით საუბარი. გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ პოლიციას ქონდა უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული დავალება, რომ შეეშალა ადამიანებისთვის ხელი, თავისუფალი მშვიდობიანი აზრის გამოხატვისთვის და მათ ჰქონდათ მიცემული დავალება უბრალოდ ხელის შეშლის, დროის გაწელვის, რომ ადამიანები რომლებიც მიდიოდნენ თელავში რატომღაც გაჩერებულიყვნენ გურჯაანის რაიონში. ეს არის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ მუქარას, მუქარას საზოგადოების მიმართ, მუქარას ოპოზიციის მიმართ. ეს არის ძალიან სახიფათო ქვეყნისთვის, ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის, ქვეყნის თითოეული ადამიანისთვის. ამ არჩევნებმა განსაკუთრებით განსაკუთრებით მეორე ტურმა, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გადაიტანა, ხელისუფლებამ ეს უნდა გააცნობიეროს, რომ 900 000-მა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ამბობდნენ რომ ყველაფერზე ვართ თანახმა ოღონდ ხელისუფლებაში აღარ იყოს ბიძინა ივანიშვილი და ამის პასუხი და ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება არსებობს, ეს არის პროპორციული არჩევნები“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)