03:30 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 15:54:35, 1243 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: ჩვენი ამოცანაა ხელისუფლება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ სერიოზულად მიუდგეს

„ევროპულმა საქართველომ“ პირობა მისცა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, რომ საერთაშორისო მასშტაბით მიწას დავწვავდით მკვლელების ფეხქვეშ, ვინც თავს უფლებას აძლევს, მოიტაცოს და აწამოს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს.

როგორც ბარაძემ აღნიშნა, „ევროპულმა საქართველომ” ერთ წელიწადში მიაღწია, რომ სია მხარდაჭერილია. 

„ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანი რეზოლუცია და განსაკუთრებით გამოვყოფდი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერას. ჩვენ ერთ წელიწადში მივაღწიეთ იმას, რომ სია მხარდაჭერილია შეერთებული შტატების და ევროპარლამენტის მხრიდანაც და ეს არის სწორედ ის პირობა, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ მივეცით არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, მივეცით ქართულ საზოგადოებას, რომ მიწას დავწვავდით საერთაშორისო მასშტაბით, მიწას დავწვავდით მკვლელების ფეხქვეშ, იმ ადამიანების ფეხქვეშ ვინც თავს უფლებას აძლევს, მოიტაცოს და აწამოს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ხელისუფლება მიუდგეს სერიოზულად „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიას“ და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ამ სიაში მართლაც იყოს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის მოტაცებაში, წამებასა და მკვლელობაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics