11:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 14:46:00, 908 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი მიიღო

„აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რაც საქართველოსა და აშშ-ს  შორის თანამშრომლობის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რას ითვალისწინებს ორპარტიული კანონპროექტი.

„ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. ორპარტიული კანონპროექტი ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს. პირველ რიგში, ის გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და ფაქტობრივ ანექსიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ასევე გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს და არის განსაკუთრებული ხაზგასმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეულ სანქციებს - კერძოდ, კონგრესი ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვისა და ფინანსური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. კონგრესი ასევე ავალებს აშშ-ს აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში ზემოთხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში ბრალდებულ პირებზე წარმოადგინოს დეტალური ანგარიში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან,ზალკალიანის თქმით, აშშ-ის კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

გარდა ამისა, კონგრესი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, რომ წარმოადგინოს ხუთი წლის ანგარიში, თუ რა მხარდაჭერა იყო საქართველოსთვის გამოხატული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

„კონგრესი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ასევე, მოუწოდებს, რომ წარმოადგინოს ხუთი წლის ანგარიში თუ რა მხარდაჭერა იყო საქართველოსთვის გამოხატული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში; ასევე წარმოადგინოს ხუთწლიანი სტრატეგია ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას. კანონპროექტში, ასევე, საუბარია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე დეზინფორმაციის და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერაზე.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან მოვლენას - კანონპროექტში არის მოწოდება ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის მიმართ, რომ მან გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ელემენტია ამ კანონპროექტში. აღსანიშნავია, რომ ამერიკა საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორიაში კონგრესმა პირველად დაამტკიცა ცალკემდგომი დოკუმენტი“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics