|
2018-12-16 15:50:11, 869 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები
„საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოსილებით დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თელავში კარგად ჩანს საქართველოს მიერ განვლილი გზა. „ეს ადგილი ქართველი ერისთვის ერთგვარად ისტორიული მეხსიერების ბარათია“ ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თელავში შეჩერდა საქართველოს განვითარება და ახლა საქართველოს წინაშე ისევ გადამწყვეტი ეტაპია. „მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავჯდომარე, მოგესალმებით უწმინდესო და უნეტარესო, ჩვენი ერის სულიერო წინამძღოლო, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, მივესალმები მთელ საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, მოგესალმებით საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულეებო, მეტადრე თქვენ ვინც, ამ დღისთვის საგანგებოდ ჩამობრძანდით და ახლა ჩვენთან ერთად ხართ, განსაკუთრებული ემოციით მოგესალმებით თქვენ პირველი ემიგრაციის შთამომავლებო, ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ ასი წლის თავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული გავხდი საქართველოს პრეზიდენტი ამით შეიკრა ერთგვარი წრე, რუსეთის მე-11 არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი დღეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოსილებით დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები. დღეს, როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის განმავლობაში საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა. კიდევ ერთხელ ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. აქ, თელავში კარგად ჩანს ჩვენი განვლილი გზა ბრძოლებით, გამოწვევებითა თუ წარმატებებით, ეს ადგილი ქართველი ერისთვის ერთგვარად ისტორიული მეხსიერების ბარათია. მეფე ერეკლე იბრძოდა ქვეყნის განვითარებისთვის. მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი და გაიმარჯვა არაერთ ბრძოლაში. იგი საფუძველს უყრიდა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს. აქ, თელავში დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას. აქ შეჩერდა ჩვენი ქვეყნის განვითარება, საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)